Saturday, June 25, 2011

ფრანც კრიგერი - ნაცისტი თუ ფოტოჟურნალისტი?

ფრანც კრიგერი - მისტიური ფოტოალბომის ავტორი, რომელმაც თავსატეხი აგუჩინა ნიუ-იორკ თაიმსის რედაქციას, დიდი რეზონანსი გამოიწვია ფოტოგრაფიის და ისტორიის მოყვარულ საზოგადოებაში, ბოლოს კი იდუმალების საბურველი გამაოგნებლად ადვილად ახადა გერმანელმა ისტორიკოსმა... თუმცა ჩემი პოსტების, როგორც გუშინდელის, ისე დღევანდელის, თემად ამ ჟურნალისტური კვლევის და ინტრიგის გამო არ გამხდარა. 
პირველი მიზეზი სათაურში დასმული კითხვებია:
ნაცისტი?
ფრანც კრიგერი ნაცისტური პარტიის წევრი 3 წლის განმავლობაში (1938-1941) იყო. სწორედ ამ პერიოდში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფრონტზე მივლინებისას გადაიღო მან ისტორიული ფოტოები. 
აღმოსავლეთის ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მან დატოვა ნაცისტების პროპაგანდისტული კორპუსი და ომის დასასრულამდე უბრალო ჯარისკაცად და მძღოლად მსახურობდა. 
1944 წელს ომის საშინელება, რომელსაც იგი დასაწყისში ფოტოობიექტივიდან უყურებდა,  ახლა უკვე არაფოტოგრაფიული სიცხადით დაატყდა თავს: დაბომბვის დროს ოქტომბერში დაეღუპა ჩვილი ვაჟი, ნოემბერში კი მეუღლე ფრიდა კრიგერი -  თავისი მუზა და მუდმივი თანამგზავრი და 2 წლის ქალიშვილი. 
ფოტოჟურნალისტი - 
კრიგერმა ფოტოგრაფია მიატოვა. მისი ფოტოარქივების დიდი ნაწილი კრიგერის დედამ გააჩუქა, რათა შვილის ნაცისტური წარსულის კვალი დაეფარა. თუმცა ზალცბურგის სახელმწიფო არქივში დღემდე ინახება მისი 35000 ნეგატივი. ამისთვის ღირდა პარტიის წევრობა.
მთავარი მიზეზი: 
ნიუ-იორკ თაიმსის რედაქციამ ფოტოების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გამოაქვეყნა საკუთარ ბლოგზე, მაგრამ თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია  -  ომში ასე დავიწყებულ ფაქტორს - ადამიანს ასახავს, ომისთვის წარმოუდგენელი და უჩვეულო სინათლით.











      ფრიდა კრიგერი


No comments:

Post a Comment