ნაცისტური ფოტოებით დღეს ვინმეს გაკვირვება ძნელია, მაგრამ ერთმა ფოტოალბომმა მაინც მოახერხა 70 წლის შემდეგ ამერიკაში, გერმანიასა და ავსტრიაში საყოველთაო ინტერესი გამოეწვია. ალბომის ინტრიგას ფოტოგრაფის ვინაობის შესხებ ინფორმაციის არარსებობასთან ერთად სურათების შინაარსიც აძლიერებს: ფოტოგრაფს შესაძლებლობა ჰქონდა რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაეღო თვით ფიურერის ექსკლუზიური ფოტოები (რამდენიმე ნაბიჯის დისტანციიდან), ასევე უბრალო ჯარისკაცები აღმოსავლეთის ფრონტზე, სიკვდილმისჯილი ტყვეები, გლეხები ბელორუსიაში, ნანგრევებად ქცეული ქალაქები პოლონეთში. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ფოტოგრაფი დაახლოებული იყო ნაცისტების ლიდერებთან.
ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი წარწერით ავტობუსის დამტვერილ მინაზე ირკვევა, რომ ფოტოგრაფი ნაცისტების იდეოლოგიური აქციის მონაწილე იყო, რომელიც ავტობუსების კოლონის სახით მოგზაურობდა აღმოსავლეთის ფრონტის მამიართუელბით, მარშრუტით: ბერლინი - მინსკი - სმოლენსკი - მიუნხენი. ფოტოების მიხედვით კოლონას გაუვლია გდანსკში, კალინინგრადში, ბორისოვში.
ალბომი 72 წლის მენეჯერს ეკუთვნის ნიუ-ჯერსიდან, რომელმაც იგი დროებით „ათხოვა" ნიუ-იორკ თაიმსის რედაქცია იმ იმედით, რომ სანამ მას აუქციონზე გამოიტანს გასაყიდად, დადგინდეს ფოტოგრაფის ვინაობა და ამასთან სათანადოდ დაფასდეს მისი უნიკალობა, რაც საშუალებას მისცემს ალბომი 6 ნიშნა თანხაზე გაყიდოს. ეს მას სამედიცნო ხარჯებისა და ვალების გადახდის საშუალებას
მისცემს. მისი როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფინანსური მდგომარეობა ერთმანეთზე უარესია. მან 4 შუნტირება გადაიტანა და დღეისთვის სრულად გაკოტრდა, ამიტომ რედაქციისგან ანონიმურობის დაცვა მოითხოვა.
მისცემს. მისი როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფინანსური მდგომარეობა ერთმანეთზე უარესია. მან 4 შუნტირება გადაიტანა და დღეისთვის სრულად გაკოტრდა, ამიტომ რედაქციისგან ანონიმურობის დაცვა მოითხოვა.
ალბომი 214 ფოტოს შეიცავს. ფოტოების ხარისხი და ექსპოზიცია ფოტოგრაფის ნიჭიერებას ადასტურებს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა რაიმე ფაქტობრივ მინიშნებას მისი ვინაობის შესახებ. მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო ავტოპორტრეტი ყოველგვარი წარწერის გარეშე.
ნიუ-იორკ თაიმსის რედაქციამ, რასაკვირველია, მიიღო ექსკლუზიური მასალა და შეეცადა აღედგინა მსოფლიო ისტორიის მოზაიკის ერთი საინტერესო დეტალი.
დაიწყო ალბომიის ავტორის ვინაობის კვლევა. პირველ რიგში საჭირო იყო პროფესიონალის მოსაზრება. რედაქციამ the United States Holocaust Memorial Museum მიმართა.
მუზეუმის ფოტოკოლექციის დირექტორის, ჯუდიტ კოენის განმარტებით:
„ალბომი გამოირჩევა ფოტოების მაღალი ხარისხთ. დარწმუნებიტ შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფი იყო პროფესიონალი და კარგად იცოდა, რას აკეთებდა. შესაძლოა ეს იყოს PK (Propagandakompanie) ფოტოგრაფის ალბომი. მან ასევე ამოიცნო ერთ-ერთი ფოტო, რომელიც, დაცულია Yad Vashem, კოლექციაში, the Holocaust Martyrs’ and Heroes’ Remembrance Authority, იერუსალიმში.
რედაქციამ იერუსალიმის მუზეუმსაც მიმართა, მაგრამ ძიებამ კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.
ფოტოგრაფის ძებნაში რედაქციის თხოვნით გერმანული შპიგელ-ონლაინი ჩაერთო, რომელიც თავის მკითხველებს ფოტოგრაფის ამოცნობაში დახმარებას სთხოვდა. გერმანიიდან პასუხმა არ დააყოვნა.
2011 წლის 21 ივნისს, პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათსა და 45 წუში საიდუმლოს გარდა აეხადა - ჰარიეტ შარნბერგი ჰამბურგიდან იუწყებოდა, რომ ეს იყო ავსტრიელი ფოტოგრაფი ფრანც კრიგერი:
რეალურად ყველაფერი ძალიან უბრალოდ გაირკვა: ფრაუ შარნბერგი სადოქტორო დისერტაციას პროპაგანდისტ ფოტოგრაფებზე წერს. სხვადასხვა არქივში მინსკის გეტოს სურათების შესწავლისას იგი პროფესორ პეტერ კრამმლის 2008 წელს გამოცემულ წიგნს წააწყდა „ზალცბურგელი ფოტორეპორტიორი ფრანც კრიგერი (1914-1993): ფოტოჟურნალიზმი ნაციზმის პროპაგანდისა და ომის ჩრდილში“. მან რასაკვირველია მაშინვე იცნო კრიგერის ფოტოები.











No comments:
Post a Comment